ესეიგი ვთქვათ გადაწერეთ დიზაინი სადაც არის 50 სურათი 3 ცსს ფაილი და კიდე უამრავი ასატვირთი რამ. რათქმაუნდა დაგეზარებათ ატვირთვა მაგრამ იფიქრებთ რომ დიზაინი გინდათ და ამისთვის ღირს წვალება. როგორ გააკეთოთ ისე რომ არც გაწვალდეთ და დიზაინიც მიიღოთ? გავხსნით ახალ ნებისმიერ ფოლდერს. რომელსაც აქვს მისამართის ველი. აი იხილეთ სურათი მაგალითისთვის.
საერთოდ რაიმე საიტზე რომ შედიხართ მისამართი ასეთია მაგალითად
http://www.warezjke.ucoz.com
http://avoe.ge/movies
ანუ დასაწყისი აქვს http:// ხოლო ჩვენ ჩავწერთ http://-ს მაგივრად ftp:// . ანუ მისამართი იქნება შემდეგი: ftp://თქვენისაიტისსახელი .
შემდეგ შეიძლება გამოაგდოს რაღაცა გაფრთხილება და იქ OK -ს დავაჭერთ.
ხოლო შემდეგ ზემოთ ვირჩევთ File = > Login As...
გამოაგდებს ასეთ ფანჯარას :
და სურათზე წითლად შემოხაზულ ადგილას ვწერთ ftp-ს user name-ს ხოლო მწვანედ ftp-ს პაროლს. ხოლო ლურჯს ვაჭერთ.
როცა თქვენ ერთი ფოლდერიდან მეორეში რაიმე ფაილი გადაგაქვთ თქვენ მოხაზავთ, Copy-ს დავაჭერთ და მეორე ფოლდერში Paste-ს ვაჭერთ და გადადის. აქაც ზუსტად ასევე უნდა მოვიქცეთ. იმ ფოლდერში რო გადავიტანთ, და შემდეგ ჩვენს File Manager-ში ვნახავთ იქ ატვირთული დაგვხვდება.
ახლა აგიხსნით თუ როგორ გავიგოთ ჩვენი საიტის ftp-ს user name და ftp-ს პაროლი.
ftp-ს user name. შევდივართ ჩვენი საიტის პანელში. და ვაჭერთ სურათზე წითლად შემოხაზულ ადგილს.
და გამოხტება ფანჯარა სადაც წერია
FTP host: რამე
FTP login: რამე
ftp-ს user name სწორედ ეს FTP login-ის შემდეგ დაწერილი ”რამე” არის.
პაროლის დასაყენებლად კი უნდა შევიდეთ უცოზის ზემოთა მენიუში Security > Change password .
და იქიდან უკვე დავაყენოთ.